დოკუმენტის ოფიციალური ენა ქართულია. ინგლისურ თარგმანს მოთხოვნისთანავე მოგაწვდით: contact@sourcelab.ge.
1. მოკლედ
ვებგვერდი sourcelab.ge არ იყენებს ქუქი-ფაილებს და არ ახდენს თქვენს თვალთვალს. აქ არ არის ანალიტიკის, სარეკლამო ან სოციალური ქსელების კოდი. შრიფტები და ყველა სხვა ფაილი იტვირთება ჩვენივე სერვერიდან, ამიტომ თქვენი ბრაუზერი ვიზიტისას მესამე მხარის სერვისებს არ უკავშირდება.
2. რას ვინახავთ თქვენს ბრაუზერში
| სახელი | ტიპი | დანიშნულება | ვადა |
|---|---|---|---|
sl-lang | ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება (localStorage) | ინახავს არჩეულ ენას (ქართული ან ინგლისური), რომ ყოველ ჯერზე ხელახლა არ აირჩიოთ | სანამ თავად არ წაშლით |
ეს ჩანაწერი მკაცრად აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი ფუნქციისთვის. ის ჩვენამდე არ იგზავნება და პირის იდენტიფიცირებისთვის არ გამოიყენება. მისი წაშლა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებში, საიტის მონაცემების გასუფთავებით.
3. პლატფორმა
sourcelab-ის პლატფორმაზე შესვლისას გამოიყენება მხოლოდ მკაცრად აუცილებელი სესიის ქუქი-ფაილები: ავტორიზაციისა და უსაფრთხოებისთვის (მაგალითად, ყალბი მოთხოვნებისგან დასაცავად). მათ გარეშე სისტემაში შესვლა შეუძლებელია. პლატფორმაზე სარეკლამო ან თვალთვალის ქუქი-ფაილები არ გამოიყენება.
4. თუ რამე შეიცვლება
თუ მომავალში დავამატებთ ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც ქუქი-ფაილებს იყენებს და მკაცრად აუცილებელი არ არის (მაგალითად, ვიზიტების სტატისტიკას), ჯერ განვაახლებთ ამ გვერდს და მას ჩავრთავთ მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემდეგ. კითხვებისთვის: contact@sourcelab.ge.