მთავარიჩვენ შესახებ

2010 წლიდან ტექნოლოგიებში

კომპიუტერული მაღაზიიდან და სერვის ცენტრიდან დიდი ორგანიზაციების ინფრასტრუქტურამდე. ახლა ამ გამოცდილებით ვქმნით პლატფორმას, რომელზეც მთელი კომპანია მუშაობს.

ჩვენი ისტორია

ვიცით, როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ წლობით

დავიწყეთ კომპიუტერული მაღაზიითა და სერვის ცენტრით, შემდეგ კი დიდი ორგანიზაციების IT ინფრასტრუქტურას ვმართავდით. დავინახეთ, რამდენ დროს და ფულს კარგავენ კომპანიები ათ სხვადასხვა პროგრამაზე, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდება.

ამიტომ შევქმენით sourcelab: ერთი ქართულენოვანი პლატფორმა, რომელიც თქვენს პროცესზე ეწყობა და წლების განმავლობაში სტაბილურად, უსაფრთხოდ მუშაობს.

ერთი პასუხისმგებელიდიზაინი, კოდი, სერვერი და მხარდაჭერა ერთ ხელშია.
სერვერები საქართველოშისაკუთარი ინფრასტრუქტურა, ყოველდღიური სარეზერვო ასლებით.
კოდი თქვენიათქვენს სერვერზე გაშვებისას გადმოგეცემათ სრული კოდი და ყველა წვდომა.
ქართული მხარდაჭერაინსტრუქციები, ტრენინგი და კომუნიკაცია თქვენს ენაზე.
გზა

ტექნიკიდან პლატფორმამდე

2010

კომპიუტერული მაღაზია — პირველი კლიენტები და ტექნიკა.

2011

სერვის ცენტრი: ქსელები, სერვერები და პროგრამები ბიზნესისთვის.

2016

დიდი ორგანიზაციების IT ინფრასტრუქტურის მართვა.

2026

sourcelab — ერთი პლატფორმა მთელი კომპანიისთვის.

25+კომპანია უკვე მუშაობს ჩვენს სისტემაზე
8მათგანი — საკუთარ სერვერზე
17+ჩვენს ღრუბლოვან მომსახურებაზე
₾0ლიცენზია თითო მომხმარებელზე
როგორ ვიწყებთ

ოთხი ნაბიჯი ერთ სისტემამდე

გაცნობა და აუდიტი

ვნახულობთ, რომელ პროგრამებს იყენებთ, რამდენს იხდით და სად იკარგება დრო.

1–2 დღე

აწყობა თქვენზე

ვაწყობთ მოდულებს თქვენს პროცესზე და გადმოგვაქვს არსებული მონაცემები: Monday, ClickUp, Excel და სხვა.

2–6 კვირა

30 დღე უფასოდ

გუნდი რეალურ საქმეზე მუშაობს, ჩვენ კი ვასწორებთ ყველაფერს, რაც საჭიროა.

ვალდებულების გარეშე

გაშვება და მხარდაჭერა

ძველ გამოწერებს აუქმებთ, ჩვენ კი ვზრუნავთ სერვერზე, განახლებებზე და სარეზერვო ასლებზე.

ქართულად, ადგილზეც
დაიწყეთ დღესვე

გააუქმეთ ათი გამოწერა. დატოვეთ ერთი სისტემა.

პირველი 30 დღე უფასოა და ვალდებულებას არ გაკისრებთ. გაჩვენებთ, როგორ იმუშავებს თქვენი კომპანია ერთ პლატფორმაზე.